კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, შეიქმნა/დაფუძნდა ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი - CIU ბიზნესის ინსტიტუტი CIU Business Institute.
CIU ბიზნესის ინსტიტუტის კვლევები ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის, ბიზნესის, მდგრადი განვითარების, რისკ-მენეჯმენტის,მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. შესაბამისად, ბიზნესის ინსტიტუტი მიზნობრივ აუდიტორიას ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას კვლევების, ანალიტიკის, პოლიტიკის დოკუმენტების, პროგნოზებისა და რეიტინგების სახით.
ბიზნესის ფაკულტეტზე CIU ბიზნესის ინსტიტუტმა (CIU Business Institute) მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია“ (“INSIDER Research Support License“).